ავტორიზაცია

ორი ფეხბურთელი, რომელთა შეძენასაც იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებს

ორი ფეხბურთელი, რომელთა შეძენასაც იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებს
თარიღი 10 ოქტ 2021, 22:16

"იუვენტუსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდასხმისა და ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.

ცნობილი იტალიური გამოცემის La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი, ჯოვანი ალბანეზე იტყობინება, რომ შესაფერისი პირობების შემთხვევაში, ტურინელები "ფიორენტინას" ფორვარდ დუშან ვლაჰოვიჩისა და "მონაკოს" ნახევარმცველ ორელიენ ტჩუამენის შეძენას ეცდებიან.

როგორც აღინიშნება, ამ ფეხბურთელების ტრანსფერების გაჩარხვა ადვილი არ იქნება, თუმცა "იუვეს" განვითარების ახალი ციკლის შესაფერისები არიან, ამიტომაც კლუბი მათ ხელში ჩასაგდებად ძალებს არ დაიშურებს.

21 წლის ვლაჰოვიჩმა მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში "ფიორენტინას" მაისურით 7 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.

რაც შეეხება აგრეთვე 21 წლის ტჩუამენის, ამ უკანასკნელმა "მონაკოს" მაისურით საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი შეაგდო.