ავტორიზაცია

ბეილი: "რეალში გოლფს კურტუაც თამაშობს, მაგრამ ჩემზე უკეთესი ვერ არის, ნომერ პირველი ვარ"

ბეილი: "რეალში გოლფს კურტუაც თამაშობს, მაგრამ ჩემზე უკეთესი ვერ არის, ნომერ პირველი ვარ"
თარიღი 10 ოქტ 2021, 23:28

"რეალის" თავდამსხმელი, გარეტ ბეილი გოლფში ესპანეთის ღია ჩემპიონატს დაესწრო, შემდეგ კი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

"რეალში" გოლფს მხოლოდ ორი თამაშობს - მე და ტიბო კურტუა. გუნდში ნომერ პირველი მე ვარ. ტიბო ჩემზე უკეთესი ვერ არის".

"როცა შესაძლებლობა მაქვს გოლფის ტურნირს ვეწვიო, ამ შანსს ვიყენებ. ატმოსფერო, მაყურებლები, კარგი ამინდი - ეს ყველაფერი კარგია. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ყველა ძალიან კარგად თამაშობს".

"წარმოუდგენელია, რამდენად კარგად იჩენენ თავს გოლფისტები ზეწოლის ფონზე. ფეხბურთი ამაში განსხვავებულია, იქაც არის ზეწოლა, მაგრამ მოედანზე არბიტრიცაა".

"გოლფი გაცილებით ინტელექტუალური თამაშია. აქ უფრო მეტ ზეწოლას ვგრძნობ, ვიდრე სტადიონზე, სადაც 80 ათასი მაყურებელია", - ციტირებს ბეილის სიტყვებს Mundo Deportivo.