ავტორიზაცია

"ეს წესი 2013/14-სეზონიდან მოქმედებს", - ფრანგმა ექს-მსაჯმა განმარტა, თუ რატომ ჩაითვალა მბაპეს გუშინდელი გოლი

"ეს წესი 2013/14-სეზონიდან მოქმედებს", - ფრანგმა ექს-მსაჯმა განმარტა, თუ რატომ ჩაითვალა მბაპეს გუშინდელი გოლი
თარიღი 11 ოქტ 2021, 17:33

ფრანგმა ექს-მსაჯმა ბრუნო დერიენმა განმარტა, თუ რატომ ჩათვალეს ერთა ლიგის ფინალში კილიან მბაპეს გოლი.

ერთი შეხედვით, მბაპე თამაშგარეში იმყოფებოდა, თუმცა მსაჯმა ეპიზოდი ვიდეორეფერის მიანდო, რომელმაც გოლი ჩათვალა და საფრანგეთს მატჩი მოაგებინა.

„წესების გამოყენების თვალსაზრისით ბურთი სრულიად სამართლიანად ჩაითვალა. შეგვიძლია, წესებზე რაც გვინდა ის ვილაპარაკოთ და შეიძლებ არ გვიყვარდეს კიდეც. ან ვთქვათ, რომ ეს თამაშის სულისკვეთებას კლავს.

შეიძლება ილაპარაკო, რომ წესები შესაცვლელია. მაგრამ ამჟამად ის მოქმედებს.

2013/14-სეზონიდან თამაშგარე მდგომარეობა განახლებული წესებით მოქმედებს. ისე კი, სტანდარტები ყოველწელს იცვლება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ მეტი გოლი გადიოდეს.

მე პირადად მგონია, რომ ძველ წესებს უნდა დავუბრუნდეთ. გოლი ჩაითვალა იმიტომ, რომ პასის ჩაჭრა ესპანელმა სცადა და ბურთი მბაპეს მისგან მიუვიდა. ჩემი აზრით, ეს თამაშის სულისკვეთებას კლავს, მაგრამ წესი დღეს მართლა არსებობს და გოლი ჩასათვლელი იყო.“ - ციტირებს დერიენის სიტყვებს RMC Sport.