ავტორიზაცია

"მტკივნეული და სასარგებლო იყო", - ლუკაკუმ ძველი პერიოდი გაიხსენა

"მტკივნეული და სასარგებლო იყო", - ლუკაკუმ ძველი პერიოდი გაიხსენა
თარიღი 11 Oct 2021, 17:42

ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ „ჩელსიში“ გატარებული პირველი პერიოდი გაიხსენა.

„ჩელსის“ ფეხბურთელი ლუკაკუ 2011-2014 წლებში იყო და ამის შემდეგ „ევერტონში“ გადავიდა.

„ჩემი პირველი პერიოდი „ჩელსიში“ მტკივნეული და სასარგებლო იყო. ვიტყოდი, რომ უფრო სასარგებლოც კი, იმიტომ რომ საჭირო მენტალიტეტი გამიჩნდა და ის გავიაზრე, რომ უნდა გავხდე ის ფეხბურთელი, რომელიც საბოლოოდ გავხდი.

შესანიშნავი გუნდი გვყავდა, მაგრამ ვერავინ ხედავდა იმ დამატებით სამუშაოს, რომელსაც ფეხბურთელები ვარჯიშის შემდეგ ასრულებდნენ. 

მე, იმ დროისთვის 18 წლის ბიჭმა ჩემი თვალით ვიხილე, რამდენი ფეხბურთელი მუშაობდა თავის ოსტატობაზე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ასეც უნდა ყოფილიყო, რათა გავხმდარიყავი ასეთი ძლიერი ფეხბურთელი.

ჩემ თავს ვუთხარი: „თუ არ ვითამაშებ, მეც ასე ვიშრომებ. ეს ჩემი ცხოვრების სტილი გახდა.“ - ციტირებს ლუკაკუს სიტყვებს „ჩელსის“ ოფიციალური პრესსამსახური.