ავტორიზაცია

"საუბარი მხოლოდ მესის გაშვებაზე არ არის", - ლორან ბლანის აზრით, ბარსამ ბოლო 4-5 წელიწადში ორი საშინელი შეცდომა დაუშვა

"საუბარი მხოლოდ მესის გაშვებაზე არ არის", - ლორან ბლანის აზრით, ბარსამ ბოლო 4-5 წელიწადში ორი საშინელი შეცდომა დაუშვა
თარიღი 11 ოქტ 2021, 19:00

საფრანგეთის ნაკრების ექს-მცველმა ლორან ბლანმა, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ბოლო წლების გადაწყვეტილებების გამო გააკრიტიკა.

„ფრანგული ფეხბურთისთვის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო ლეო მესის, ნეიმარის და კილიან მბაპეს ერთ ლიგაში ყოფნა.

დიახ, „პსჟ“ ნამდვილად სხვა პლანეტაზეა, მაგრამ ლიგა 1-სთვის კარგია, რომ ასეთი ფეხბურთელების ხილვა ყოველ კვირას შეუძლიათ.

თუმცა, თუ სიტუაციას „ბარსელონას“ თვალით შევხედავთ, მათ საკვანძო და საშინელი შეცდომები დაუშვეს.

ეს არ ეხება მხოლოდ მესის წასვლას. საუბარია ბოლო 4-5 წელიწადზე. მიდიოდნენ შესანიშნავი ფეხბურთელები, რაც „ბარსასთვის“ დაუშვებელია.

არ შეიძლებოდა არც ნეიმარის გაშვება, იმიტომ რომ მისი და მესის შეცვლა ძალიან რთულია.“ - აღნიშნა ბლანმა.