ავტორიზაცია

"მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელები არ არიან", - არსენალის ლეგენდამ რეშფორდი და სტერლინგი შეაქო

"მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელები არ არიან", - არსენალის ლეგენდამ რეშფორდი და სტერლინგი შეაქო
თარიღი 11 ოქტ 2021, 21:41

"არსენალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, იან რაითმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ეხმარებიან "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები, მარკუს რეშფორდი და რაჰიმ სტერლინგი ფერადკანიანი ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულების შეცვლას.

"აქამდე, თუ რასიზმის მსხვერპლი აღმოჩნდებოდი, ამასთან გამკლავება პირადად მოგიწევდა, მაგრამ ახლა ეს ასე აღარ არის".

"იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან ახლა ფერადკანიან ფეხბურთელებს, მარკუს რეშფორდმა და რაჰიმ სტერლინგმა მოახდინეს გავლენა".

"ისინი მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელები არ არიან. სოციალურ ცხოვრებაში არიან ჩართულნი, უზარმაზარი პლატფორმები აქვთ, რომელთა დახმარებითაც რაღაცას ლაპარაკობენ და მათ უსმენენ".

"ცვლილებები არის და შეიმჩნევა, მაგრამ ეს ასე სწრაფად არ ხდება", - ციტირებს რაითის სიტყვებს Sky Sports.

ბარსელონა სტერლინგს არ ეშვება - მოლაპარაკებები გრძელდება