ავტორიზაცია

"ფეხბურთი ესმის, მისმა სიტყვებმა სიამოვნება მომანიჭა", - ვერატი გვარდიოლას განცხადებით გახარებულია

"ფეხბურთი ესმის, მისმა სიტყვებმა სიამოვნება მომანიჭა", - ვერატი გვარდიოლას განცხადებით გახარებულია
თარიღი 11 ოქტ 2021, 21:55

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას კომპლიმენტებს გამოეხმაურა.

"ამ სიტყვებმა სიამოვნება მომანიჭა. ის ადამიანია, რომელსაც ფეხბურთი ესმის, რომელიც ყველასთვის სიხარული მოაქვს მისი გუნდების მიერ ნაჩვენები თამაშით. ასე რომ, ბედნიერ ვარ".

– მომავალ წელს 10 წელიწადი გავა მას შემდეგ, რაც "პსჟ"-ში გადახვედით.

"ერთ-ერთი იტალიური პროვინციიდან ვარ და ყველაფერი აქ ვნახე. ჩემი შვილები აქ დაიბადნენ! ჩემი საუკეთესო წლები აქ მაქვს გატარებული, უდიდესი სიამოვნება მივიღე. კაცად ჩამოვყალიბდი, სიყვარული ვიპოვე. ასე რომ, შესანიშნავი მოგონებები დამრჩება".

– ფეხბურთის შემდგომ ცხოვრებაზე ფიქრობთ?

"დრო ჯერ კიდევ მაქვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ აქ ბოლომდე დავრჩები".

– და პესკარაში დაბრუნდებით?

"დავბრუნდები, მაგრამ დიდ ქალაქში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, ეს სახლში დაბრუნება იქნება, ოჯახთან და მეგობრებთან. დავბრუნდები იმიტომაც, რომ იქ ზღვა და მთებია", - ციტირებს ვერატის სიტყვებს FranceInfo.