ვეინალდუმი: "ვერ ვიტყვი, რომ პარი სენ ჟერმენში ყველაფრით ბოლომდე კმაყოფილი ვარ"
"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა ახალ გუნდში მიმდინარე ადაპტაციის შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, ჰოლანდიელი ფეხბურთელი პარიზულ კლუბს გასულ სატრანსფერო ბაზარზე "ლივერპულიდან" შეუერთდა.
"ვერ ვიტყვი, რომ ყველაფრით ბოლომდე კმაყოფილი ვარ. სიტუაცია არ ვითარდება ისე, როგორც ვისურვებდი. ბოლო წლებში მუდმივად ვთამაშობდი, ფორმაში ვიყავი, ყველაფერი კარგად გამომდიოდა".
"ახლა განსხვავებული სიტუაციაა, ამასთან მიჩვევაა საჭირო. ნამდვილად ველოდი კარიერაში მომდევნო ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. ძალიან რთულია".
"ეს ფეხბურთია, ამას უნდა შევეგუო. მებრძოლი ვარ, პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნო და ვიმუშაო, რათა ყველაფერი გამოვასწორო", - ციტირებს ვეინალდუმის სიტყვებს Goal.com.