ავტორიზაცია

კიდევ ერთი მინუს 100 მილიონი ბარსელონას ბიუჯეტში - გრიზმანის კონტრაქტის საინტერესო დეტალი

კიდევ ერთი მინუს 100 მილიონი ბარსელონას ბიუჯეტში - გრიზმანის კონტრაქტის საინტერესო დეტალი
თარიღი 12 ოქტ 2021, 13:57

ცნობილი გახდა პირობები, რომელთა მიხედვითაც თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი 2019 წელს "ბარსელონაში" გადავიდა.როგორც გავლენიანი გამოცემა Diario Sport იტყობინება, გაფორმებული 5-წლიანი კონტრაქტის მიხედვით, 30 წლის ფრანგს გადასახადების გადახდამდე საერთო ჯამში 95 მილიონი ევრო უნდა მიეღო.

ყოველ წელს ანაზღაურება ერთი მილიონით იზრდებოდა: 17 მილიონი 2019/20 წლების სეზონში, 18 მილიონი - 2020/21 წლების სეზონში და ა.შ.

აგრეთვე, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო სხვადასხვა ბონუსიც - ჩატარებული მატჩების, ინდივიდუალური და გუნდური ჯილდოების მიხედვით.

მოგეხსენებათ, 2021/22 წლების სეზონს გრიზმანი იჯარის წესით მადრიდის "ატლეტიკოში" გაატარებს და "როხიბლანკოს" მისი კონტრაქტის შესყიდვის უფლება ექნება.