ავტორიზაცია

კოუტინიოს პრემიერ ლიგაში დაბრუნება კვლავ აქტუალურია - ვინ დაუკავშირდა ბრაზილიელს?

კოუტინიოს პრემიერ ლიგაში დაბრუნება კვლავ აქტუალურია - ვინ დაუკავშირდა ბრაზილიელს?
თარიღი 12 ოქტ 2021, 15:31

"ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს იჯარით გაშვება უნდა, წერენ ესპანურ პრესაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელთა ხელმძღვანელობა იმ კლუბებს ეძებს, რომლებიც მზად არიან 29 წლის ბრაზილიელი გადაიბირონ.

ასე და ამგვარად, როგორც აღინიშნება, კოუტინიო შესაძლოა "არსენალში" ან "ტოტენჰემში" ვიხილოთ. ცნობისთვის, "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სამხრეთამერიკელის იჯარით დამატების თაობაზე "ბარსას" წინადადება იუარა, რადგან ფეხბურთელთან მუშაობა არ უნდა.

მიმდინარე სეზონში კოუტინომ ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა და თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.