ავტორიზაცია

ვან დერ ვაარტი: "ტიბო კურტუას წუწუნზე უბრალოდ მეცინება"

ვან დერ ვაარტი: "ტიბო კურტუას წუწუნზე უბრალოდ მეცინება"
თარიღი 12 ოქტ 2021, 19:51

მადრიდის „რეალის“ ექს-მეკარემ, რაფა ვან დერ ვაარტმა, კლუბის ამჟამინდელი გოლკიპერი ტიბო კურტუა გააკრიტიკა.

საფრანგეთთან მარცხის შემდეგ, ბელგიელმა მეკარემ აღნიშნა, რომ უეფას ერთა ლიგის მესამე ადგილის მატჩს არანაირი აზრი არ აქვს და ის მხოლოდ იმისთვის ტარდება, რომ ორგანიზაციამ მეტი ფული იშოვოს.

„სრული აბსურდი კურტუასგან. ფეხბურთელების შვებულება ექვს თვეს გრძელდება. სხვა დანარჩენ დროს შენ მხოლოდ ფეხბურთს უთმობ და სანაცვლოდ უდიდეს ფულს იღებს.

ეჭვგარეშეა, რომ გრაფიკი გადატვირთულია, მაგრამ ეს ყველას გამოგვივლია. დაპირისპირება შესანიშნავია. ტიბოს წუწუნზე უბრალოდ მეცინება.“ - ციტირებს ვან დერ ვაარტის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში ბელგია იტალიასთან 1:2 დამარცხდა.