ავტორიზაცია

რეალი და 3 ინგლისური გრანდი ფრანგი ნახევარმცველით ინტერესდებიან - მონაკო 60 მილიონ ევროს ითხოვს

რეალი და 3 ინგლისური გრანდი ფრანგი ნახევარმცველით ინტერესდებიან - მონაკო 60 მილიონ ევროს ითხოვს
თარიღი 12 ოქტ 2021, 19:56

„მონაკოს“ ფრანგმა ნახევარმცველმა ორელიენ ტჩუამენიმ კარიერა შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გააგრძელოს.

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ შესაძლოა ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატოს. თეთრები ტჩუამენის კაზემიროს პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებენ.

„რეალის“ გარდა, 21 წლის ფრანგ ნახევარმცველს რამდენიმე ინგლისური კლუბი აკვირდება, მათ შორის „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“ და „ჩელსი“.

მაღალი მოთხოვნის გამო, „მონაკოს“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს მიღება სურს. Transfermarkt ტჩუამენის 35 მილიონ ევროს აფასებს, მისი კონტრაქტი „მონაკოსთან“ 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

ლიგა 1-ს მიმდინარე სეზონში მონეგასკური კლუბის მაისურით ტჩუამენიმ 7 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. 

ფეხბურთელის შესაძლებლობები აქ შეაფასეთ: