პარი სენ-ჟერმენმა მორიგ უფასო ტოპ-ტრანსფერს დაუმიზნა

იტალიის ნაკრების და „ინტერის“ ნახევარმცველმა, ნიკოლო ბარელამ, შესაძლოა კლუბი ზაფხულში შეიცვალოს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ევროპის ახალ ჩემპიონს „პარი სენ-ჟერმენმა“ დაუმიზნა, რომელიც ფეხბურთელსა და „ინტერს“ შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაპეკებებს აკვირდება.
იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, „პსჟ“ მზად იქნება ფეხბურთელს სარფიანი შემოთავაზებით მიმართოს და მორიგი უფასო ტოპ-ტრანსფერი განახორციელოს.
ამჟამად, 24 წლის ბარელა „ინტერში“ 2.5 მილიონ ევროს იღებს წლიურად, ახალი კონტრაქტით კი მინიმუმ 6 მილიონის მიღება სურს.
თავის მხრივ, „ინტერი“ ფეხბურთელს მხოლოდ 5 მილიონ ევროს სთავაზობს. ჯერჯერობით, მხარეებს შორის შეთანხმება არ არსებობს.
თუ ჟურნალისტს ნიკოლო სკირას დავუჯერებთ, „პსჟ“ მზად იქნება, ფეხბურთელს ფინანსური მოთხოვნები სრულად დაუკმაყოფილოს.
გასულ ზაფხულს „პსჟ-მ“ უფასოდ ისეთი ფეხბურთელები დაიმატა, როგორებიც სერხიო რამოსი, ჯანლუიჯი დონარუმა, ლეო მესი და ჯორჯინიო ვეინალდუმი არიან.