ავტორიზაცია

ბარსელონამ დაცვის ბურჯი ტრავმის გამო დაკარგა

ბარსელონამ დაცვის ბურჯი ტრავმის გამო დაკარგა
თარიღი 12 ოქტ 2021, 20:40

„ბარსელონას“ და ურუგვაის ნაკრების მცველმა, რონალდ არაუხომ, ტრავმა მიიღო.

„ბარსას“ ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, არაუხომ დაზიანება არგენტინასთან 0:3 წაგებულ შეხვედრაში მიიღო და მოედანი 73-ე წუთზე დატოვა.

სამედიცინო შემოწმებამ ფეხბურთელს მუხლქვედა მყესის დაზიანება დაუდგინდა. 

ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ, არაუხო უფრო ჩაღრმავებულ შემოწმებას გაივლის, რათა ტრავმის სიმძიმე და დაბრუნების თარიღი გახდეს ცნობილი.

არაუხო „ბარსელონას“ ფეხბურთელი 2018 წელს გახდა. მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგის 7 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

ურუგვაის ნაკრებში მცველს 2020 წლიდან იძახებენ.