ავტორიზაცია

ჟირუმ აღნიშნა, თუ რა სჭირდება არსენალს პრემიერ ლიგის ოთხეულში დასაბრუნებლად

ჟირუმ აღნიშნა, თუ რა სჭირდება არსენალს პრემიერ ლიგის ოთხეულში დასაბრუნებლად
თარიღი 12 ოქტ 2021, 20:44

„არსენალის“ და „ჩელსის“ ექს-ფორვარდმა, ოლივიე ჟირუმ, რომელიც ამჟამად „მილანში“ ასპარეზობს, „მეთოფეებზე“ ილაპარაკა და აღნიშნა, თუ რა სჭირდება გუნდს პრემიერ ლიგის ოთხეულში დასაბრუნებლად.

„ვფიქრობ, არტეტას აქვს დრო იმისთვის, რომ „არსენალი“ ლიგის საუკეთესო ოთხეულში დააბრუნოს. თუმცა, ზოგჯერ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ წარმატებაშ დიდ როლს ფულია სრულებს.

„ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და შეტევის გასაძლიერებლად ლუკაკუში 90 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა. თანაც, ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ გუნდმა ამაზე გაცილებით მეტი დახარჯა. 

ფული უდიდეს როლს ასრულებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ „არსენალი“, ალბათ, არ ხარჯავს იმდენს, რამდენსაც მისი კონკურენტები.“ - ციტირებს ჟირუს სიტყვებს talkSPORT.