ავტორიზაცია

VIDEO: რონალდუს ჰეთ-ტრიკი და სენსაცია უემბლიზე - ის, რაც ნაკრების თამაშის გამო გამოგვრჩა

VIDEO: რონალდუს ჰეთ-ტრიკი და სენსაცია უემბლიზე - ის, რაც ნაკრების თამაშის გამო გამოგვრჩა
თარიღი 13 ოქტ 2021, 00:54

საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის ფონზე, შესაძლოა გამოგრჩათ ის, რომ მსოფლიო საკვალიფიკაციოს მატჩები ტოპ-ნაკრებებმაც ჩაატარეს.

ინგლისი 1-1 უნგრეთი

სენსაციურად დასრულდა ევროპის ვიცე-ჩემპიონის მატჩი, რომელმაც „უემბლიზე“ უნგრეთს უმასპინძლა და ვერ მოუგო. 

ანგარიში 24-ე წუთზე შალაიმ პენალტის ნიშნულიდან გახსნა, 37-ზე კი ჯონ სტოუნსმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა მეტი ინგლისელებმა მეტოქის დაცვას ვერაფერი დაუპირისპირდეს.

მიუხედავად ფეხის დაცდენისა, ინგლისმა 20 ქულა დააგროვა, ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორეადგილოსან პოლონეთს 3 ქულით უსწრებს.

პორტუგალია 5-0 ლუქსემბურგი

სტადიონ „ესტადიო ალგარვეზე“ კი პორტუგალიის ნაკრებმა ლუქსემბურგი არ დაინდო და 5:0 გაანადგურა.

შეხვედრაში ჰეთ-ტრიკი კრიშტიანუ რონალდუმ გაიფორმა, რომელმაც გოლები მე-8, მე-13 და 87-ე წუთებზე გაიტანა. თითო-თითო გოლი კი ბრუნო ფერნანდეშმა და პალინიამ შეაგდეს.

პორტუგალიამ 16 ქულა დააგროვა და ცხრილში ჯერჯერობით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ სერბეთთან 1 ქულით აგებს, თუმცა ერთი მატჩით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.