ავტორიზაცია

გადადგეს სპორტის მინისტრი! როგორ გამოეხმაურა კოსოვოს ქომაგი საქართველოსთან მარცხს?

გადადგეს სპორტის მინისტრი! როგორ გამოეხმაურა კოსოვოს ქომაგი საქართველოსთან მარცხს?
თარიღი 13 Oct 2021, 01:51

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 ტურის მატჩში კოსოვოსთან სტუმრად 2-1 მოიგეს.

კოსოვოელთა ფანებისგან მათი გუნდის მარცხს საშინელი გამოხმაურება მოყვა.

Ilir Musliu"სპორტის მინისტრიც უნდა გადადგეს! ველოდები განცხადებას მწვრთნელის და ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით".

Albert Kabi Kabashi"მივმართავ მწვრთნელს და ფეხბურთელებს: კოსოვოს მაისურით ყველა შეხვედრა წვეულება უნდა იყოს. დღეს არ მქონია ეს შეგრძნება, მცხვენია".

Affan Murtezani"ყველა, ვინც საქართველოს შეხვდა, მოიგო. ერთადერთი, თქვენ წააგეთ. სასაცილოა".

Shqiptar Kosove"სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ საქართველოსთან ეს მარცხი და ყველაფერი 0-დან დავიწყოთ, მწვრთნელი კი უნდა გადადგეს".

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ჯგუფში პირველი მოგება იყო, როგორც ვილი სანიოლისთვის სადებიუტო 3 ქულა.

ჯვაროსნებმა ამ მოგებით 9-წლიანი ცუდი სერია დაასრულეს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 9-წლიან მოუგებელ სერიას გულისხმობდა.