ავტორიზაცია

ფატი: "ვიცი, რომ ვიქნები უდიდესი ზეწოლის ქვეშ, თუმცა მზად ვარ"

ფატი: "ვიცი, რომ ვიქნები უდიდესი ზეწოლის ქვეშ, თუმცა მზად ვარ"
თარიღი 13 ოქტ 2021, 12:00

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ანსუ ფატი გამოეხაურა იმ ფაქტს, რომ ამ სეზონიდან კატალონიურ გრანდში 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

"ამ ნომრის ტარების შესაძლებლობისთვის მადლიერი ვარ. ეს პატივია. გამოწვევაა, რადგან 10 ნომერი "ბარსასთვის" ბევრს ნიშნავს. ამ ნომრით ასპარეზობდნენ ლეო მესი, რონალდინიო და სხვა დიდებული ფეხბურთელები".

"ვფიქრობ, მას შემდეგ, როცა "ბარსაში" აღმოჩნდები, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. 10 ნომერი ზეწოლას იწვევს, მაგრამ "ბარსაში" ყოფნა - ეს უკვე ზეწოლის ქვეშ ყოფნას ნიშნავს".

"თითოეულ ჩვენგანს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ეს უნდა გავითავისოთ. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და მოედანზე გასვლა მწყურია, სტადიონზე ჩემი ოჯახის, გულშემატკივრებისა და იმ ადამიანების ხილვა, რომლებიც მკურნალობის პროცესში დამეხმარნენ", - ციტირებს ფატის სიტყვებს Diario Sport.