ავტორიზაცია

საინვესტიციო ჯგუფმა, რომელმაც იყიდა ნიუკასლი, ევროპის კიდევ ორ კლუბს დაადგა თვალი

საინვესტიციო ჯგუფმა, რომელმაც იყიდა ნიუკასლი, ევროპის კიდევ ორ კლუბს დაადგა თვალი
თარიღი 13 ოქტ 2021, 12:33

საუდის არაბეთის ხელისუფლების სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი (PIF – Public Investment Fund) მილანის "ინტერისა" და მარსელის "ოლიმპიკის" შეძენით არის დაინტერესებული.

კონსორციუმი, რომლის შემადგენელი ნაწილი არის PIF-იც, PCP Capital Partners и RB Sports & Media-სთან ერთად, გასულ კვირას "ნიუკასლ იუნაიტედის" მფლობელიც გახდა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, Public Investment Fund-ის წარმომადგენლები "ნერაძურის" ხელმძღვანელობას უკვე შეხვდნენ, კლუბი ერთ მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფონდი "გველების" ყიდვით დაინტერესებული იყო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, თუმცა კლუბის უფროსობისგან უარი კატეგორიული უარი მოვიდა.

"ინტერის" მფლობელებმა შეცვალეს თავიანთი პოზიცია მას შემდეგ, რაც სუპერ ლიგის პროექტის გეგმა ჩაიშალა. აქვე დავამატებთ, რომ მილანელები ამჟამად Suning Holdings Group-ის საკუთრებაში არიან.