პედრი ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს აფორმებს, მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება
„ბარსელონამ“ გუნდის წამყვან ნახევარმცველ პედრი გონსალესთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა.
ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო „ტვიტერზე“ წერს, რომ 18 წლის ფეხბურთელი გუნდთან ახალ, 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
საინტერესოა, რომ პოტენციური მსურველებისგან თავის დაზღვევის მიზნით, „ბარსელონა“ პედრის გამოსასყიდ თანხაში 1 მილიარდ ევროს ჩაწერს.
ასეთი პრაქტიკა ესპანეთში უკვე მიღებულია - იმისთვის, რომ „ნეიმარის ქეისი“ არ განმეორდეს, „რეალი“ და „ბარსელონა“ საკუთარ ფეხბურთელებს არარეალურ გამოსასყიდ თანხებს უწერს.
მსგავსი რამ მადრიდის „რეალმა“ კარიმ ბენზემას შემთხვევაში გააკეთა, რომლის ესპანეთის დედაქალაქიდან გამოსყიდვა 1 მილიარდ ევროდ შეიძლება.