"ტონი, მითხარი, რა დაგემართა ბოლო შვიდ წელიწადში?", - ალაბამ კროოსის ახალი ვარჯიშებით გაოცება გამოთქვა
მადრიდის „რეალის“ მცველმა, დავიდ ალაბამ აღიარა, რომ ტონი კროოსის ახალი ვარჯიშების მეთოდებით გაოცებული დარჩა, რომელთან ერთადაც ის ჯერ კიდევ „ბაიერნში“ თამაშობდა.
„მახსოვს, „რეალში“ პირველი კვირის დროს ორთქლის აბანოში ვიყავი და იქ ტონი სავარჯიშო ბურთით შემოვიდა.
შემდეგ კვირას, ის იქ პრესის ვარჯიშებს აკეთებდა. მაშინ ვკითხე: „ტონი, მითხარი რა გჭირს?“
კიდევ ერთ კვირაში, შევედი და იქ ტონი განტელებით დამხვდა. მაშინ ვკითხე: „ტონი, რა დაგემართა ბოლო შვიდ წელიწადში?“ მეოთხე კვირას საუნაში მივედი და დავინახე, რომ ტონი იქ ველოტრენაჟორზე ვარჯიშობდა.
ვფიქრობ, ეს მეთოდი მისი ბოლო წლების წარმატებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.“ - ციტირებს ალაბას სიტყვებს Sport1.de.