ავტორიზაცია

"ბარსელონასთან მოლაპარაკებები შესაძლოა მალე დაიწყოს", - პირლოს აგენტი

"ბარსელონასთან მოლაპარაკებები შესაძლოა მალე დაიწყოს", - პირლოს აგენტი
თარიღი 13 ოქტ 2021, 18:02

„იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელის, ანდრეა პირლოს აგენტმა, ტულიო ტინტიმ, ექს-ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

„ჩემი აზრით, ანდრეამ „იუვენტუსში“ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. მითუმეტეს, ეს მისი პირველი წელი იყო მთავარი მწვრთნელის რანგში.

რაც შეეხება „ბარსელონაზე“ გავრცელებულ ინფორმაციას, ამჟამად მოლაპარაკებებს ადგილი არ აქვს. თუმცა, შეიძლება მალე დაიწყოს.“ - ციტირებს ტინტის სიტყვებს Tuttomercatoweb.

შეგახსენებთ, რომ პირლომ „იუვეს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ამა წლის მაისში დატოვა, რადგან გუნდი 10 წლის შემდეგ პირველად იტალიის ჩემპიონი ვერ გახდა.

ბოლო დროს, ანდრეას მომავალს სულ უფრო და უფრო აქტიურად უკავშირებენ კატალონიის „ბარსელონას".