ავტორიზაცია

"ჯგუფი რიო ფერდინანდმა შექმნა", - ევრამ აღიარა, რომ 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის მომგებ ფეხბურთელებთან კონტაქტს დღემდე ინარჩუნებს

"ჯგუფი რიო ფერდინანდმა შექმნა", - ევრამ აღიარა, რომ 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის მომგებ ფეხბურთელებთან კონტაქტს დღემდე ინარჩუნებს
თარიღი 13 Oct 2021, 18:19

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-მცველმა პატრის ევრამ აღიარა, რომ გუნდის ყოფილი ფეხბურთელები კარიერის დასრულების შემდეგაც კი მუდმივად კონტაქტზე არიან.

„კარიერის დასრულების შემდეგ, ბევრ ფეხბურთელს ყველაზე მეტად გასახდელი ენატრება, ხუმრობები და სხვადასხვა ისტორიები - ყველაფერი ის, რაც გუნდის შიდა სამზარეულოში ხდება.

ედვინ ვან დერ სარს ველაპარაკე, როცა მან კარიერა დაასრულა და ვკითხე; „როგორ ხარ?“ მან კი მიპასუხა: „ძალიან მენატრებით, ბიჭებო.“

„იუნაიტედში“ ძალიან გაგვიმართლა, დღემდე გვაქვს WhatsApp-ში საერთო ჯგუფი. ყველანი იქ ვართ და ყოველ დილას ერთმანეთს დავცინით, ატმოსფერო იგივე რჩება.

ჯგუფში იმ ფეხბურთელების უმეტესობაა, ვინც ჩემპიონთა ლიგა 2008 წელს მოიგო. ძალიან აქტიური ჯგუფია, შეტყობინებები ყოველ ორ წუთში ჩნდება, ის რიო ფერდინანდმა შექმნა. მუდამ ვაგრძელებთ საუბარს და სიცილს. ეს უბრალოდ გუნდი კი არა, ოჯახია.“ - ციტირებს ევრას სიტყვებს Daily Mail.

 

TOP.GE