ავტორიზაცია

დიდი ცვლილებების მოლოდინში — ვის გაუშვებს და ვის შეიძენს ზაფხულში რეალი?

დიდი ცვლილებების მოლოდინში — ვის გაუშვებს და ვის შეიძენს ზაფხულში რეალი?
თარიღი 13 ოქტ 2021, 20:14

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, "რეალს" "მონაკოსა" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის, ორელიენ ტჩუამენის შეძენა სურს.

მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობა უკვე დიდი ხანია 21 წლის ფეხბურთელის ასპარეზობას აკვირდება, რომლის სანაცვლოდაც 2020 წლის იანვარში მონაკოელებმა "ბორდოს" 18 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ზაფხულში "რეალის" პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე "პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე იქნება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ტჩუამენის დამატების ვარიანტს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს - ისკოს, მარსელოსა და გარეტ ბეილის ჩათვლით.

გასულ თვეში ტჩუამენის საფრანგეთის ნაკრებში ჰქონდა დებიუტი, 10 ოქტომბერს კი ერთა ლიგის ფინალში ესპანეთთან (2:1) მოგებულ მატჩში მოედანზე 90 წუთი გაატარა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველით "იუვენტუსი" და "ჩელსიც" ინტერესდებიან. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2024 წელს ეწურება. ტჩუამენის სატრანსფერო ფასი ამჟამად 35 მილიონ ევროს შეადგენს.