ავტორიზაცია

ნაპოლისთან შეთანხმება ვერ ხერხდება — ინსინიეს ორი სერიოზული მსურველი ჰყავს

ნაპოლისთან შეთანხმება ვერ ხერხდება — ინსინიეს ორი სერიოზული მსურველი ჰყავს
თარიღი 13 ოქტ 2021, 21:05

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" თავდამსხმელმა, ლორენცო ინსინიემ შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

30 წლის ფეხბურთელს ნეაპოლელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ამ სეზონის ბოლოს ეწურება. თანამშრომლობის გაგრძელებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მხარეები კომპრომისის მიღწევას ვერ ახერხებენ.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემები Football Italia და La Gazzetta dello Sport იტყობინებიან, "ნაპოლიმ" ინსინიეს წლიური ხელფასის სახით 4,6 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ლორენცოს 7 მილიონის გამომუშავება სურს, ბონუსების ჩათვლით.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლელთა ლიდერით "ინტერი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებულნი. თუ იგი "ნაპოლის" ვერ შეუთანხმდება, მომავალ ზაფხულს სხვა კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

ცნობისთვის, Transfermarkt-ის ვერსიით, ინსინიეს სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 48 მილიონ ევროს შეადგენს.