ავტორიზაცია

საინვესტიციო ფონდები ბარსელონას ჰოლანდის შეძენაში დახმარებას სთავაზობენ

საინვესტიციო ფონდები ბარსელონას ჰოლანდის შეძენაში დახმარებას სთავაზობენ
თარიღი 13 ოქტ 2021, 22:33

"ბარსელონა" "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდისადმი ინტერესს ინარჩუნებს, მიუხედავად სერიოზული ფინანსური პრობლემებისა.

კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობას მომავალ ზაფხულს 21 წლის ნორვეგიელის ხელში ჩაგდება ძალიან უნდა. ამ წელს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ფეხბურთელის მამას და აგენტს შეხვდა.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport იტყობინება, "ბარსას" რამდენიმე საინვესტიციო ფონდისგან აქვს შეთავაზება, რომლებიც მზად არიან კლუბს ტრანსფერის გაჩარხვაში დაეხმარონ.

მიუხედავად ამისა, კატალონიელთათვის სერიოზულ დაბრკოლებად შესაძლოა ნორვეგიელის მაღალი ფინანსური მოთხოვნები იქცეს.

"რეალთან" და "პსჟ"-სთან ბრძოლაში "ბარსელონას" უპირატესობა ის იქნება, რომ "კამპ ნოუზე" იგი ცენტრალური ფიგურა გახდება, ხოლო მადრიდში და პარიზში მას ეს როლი გარანტირებული არ ექნება.

"ერთ-ერთი საუკეთესოა", - ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტმა ჰოლანდის ტრანსფერის ალბათობა შეაფასა