ავტორიზაცია

შირერი ბეილის შესახებ: "არ მესმის, რატომ არ სცემენ რეალში პატივს, კლუბში ასეთი კარიერის შემდეგ"

შირერი ბეილის შესახებ: "არ მესმის, რატომ არ სცემენ რეალში პატივს, კლუბში ასეთი კარიერის შემდეგ"
თარიღი: 14 ოქტ 2021, 00:11

ინგლისის ნაკრებისა და "ნიუკასლის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ალან შირერმა "რეალის" შემტევ გარეტ ბეილის სათამაშო დროის ნაკლებობაზე ისაუბრა.

"გასულ სეზონში ინგლისის თასის პირდაპირი ეთერი გვქონდა (ბეილი მაშინ "ტოტენჰემში" იჯარით თამაშობდა - ავტ.), გარეტ ბეილის შესახებ გავიხსენე, როცა მას სათადარიგოთა სკამზე მარტო მჯდომს ვუყურებდი".

"ეს დაუმსახურებელი იყო - ის, რომ თადარიგში გახლდათ, მისი კარიერის გათვალისწინებით".

"არ მესმის, რატომ არ სცემენ "რეალში" პატივს, კლუბში ასეთი კარიერის შემდეგ", - ციტირებს შირერის სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, 32 წლის უელსელი სუპერვარსკვლავი გასულ ზაფხულს "რეალში" დაბრუნდა და მიმდინარე სეზონში მადრიდული გრანდის რიგებში გვევლინება.