მილანს ძირითადი გოლკიპერი დაახლოებით ერთი თვით გამოაკლდა

"მილანის" გოლკიპერი, მაიკ მენიანი გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა, წერს La Gazzetto dello Sport.
ფრანგი მეკარე უახლოეს პერიოდში მაჯაზე ოპერაციას გაიკეთებს და თავის გუნდს ერთი თვე ვერ დაეხმარება.
კონსერვატიულმა მკურნალობამ საჭირო ეფექტი ვერ აჩვენა, ამიტომაც "როსონერის" ძირითად კიპერს ქირურგიული ჩარევის გადატანა მოუწევს.
მენიანმა "მილანთან" კონტრაქტი გასულ ზაფხულს გააფორმა, იქამდე იგი "ლილის" ღირსებას იცავდა.
"როსონერის" რიგებში ჩატარებულ 9 მატჩში 26 წლის ფრანგმა კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა.