ავტორიზაცია

ლაციოს იმობილე დაუბრუნდა და ინტერთან მატჩში ითამაშებს

ლაციოს იმობილე დაუბრუნდა და ინტერთან მატჩში ითამაშებს
თარიღი 14 ოქტ 2021, 00:19

"ლაციოს" თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ ტრავმა მოირჩინა და გუნდს დაუბრუნდა.

როგორც Calciomercato იტყობინება, 31 წლის იტალიელი სერია ა-ს მე-8 ტურში "ინტერთან" გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

რომაელთა ფორვარდი ევროპა ლიგაზე მოსკოვის "ლოკომოტივთან" შეხვედრაში დაშავდა.

ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო, იმობილე იტალიის ნაკრებს ოქტომბრის მატჩებში ვერ დაეხმარა.

მიმდინარე სეზონში "ლაციოს" ლიდერმა სერია ა-ში 6 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.