ავტორიზაცია

სან პაულუმ ერნან კრესპო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

სან პაულუმ ერნან კრესპო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
თარიღი: 14 ოქტ 2021, 00:23

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ერნან კრესპომ "სან პაულუს" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

აღნიშნულ ინფორმაციას ბრაზილიური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

გუნდს დამთრგუნველი სტატისტიკა აქვს და ამჟამად სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

კრესპო "სან პაულუს" დამრიგებლად 2021 წლის 12 თებერვალს დაინიშნა და 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.