ავტორიზაცია

აგუერო: "ერთხელ მესის ვკითხე, თუ რა მაკლია ოქროს ბურთის მოგებისთვის და რაც მითხრა, მართალია"

აგუერო: "ერთხელ მესის ვკითხე, თუ რა მაკლია ოქროს ბურთის მოგებისთვის და რაც მითხრა, მართალია"
თარიღი 14 ოქტ 2021, 19:13

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა აკლია "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად.

"ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რა მაკლია. ერთხელ ამაზე მესის ვკითხე. ლეომ მითხრა, რომ "ოქროს ბურთის" მოგების შანსის მისაღებად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა საჭირო და ის მართალია".

"ამ საკითხში ტიტულები მნიშვნელოვანია. მაგალითად, კანავარო ავიღოთ - 2006 წელს მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მე შესანიშნავი სეზონები მქონდა, ბევრი გავიტანე და ბევრი მოვიგე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ ვყოფილვარ".

"და შარშან, როცა "სიტისთან" ერთად ფინალში გავედი, მუხლთან დაკავშირებული პრობლემები, კოვიდი და სხვადასხვა სახის დაზიანებები მქონდა", - ციტირებს აგუეროს სიტყვებს El Pais.

შეგახსენებთ, 33 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს გასულ ზაფხულს "სიტისთან" კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბარსელონაში" გადავიდა.