ავტორიზაცია

"ვიცი, რომ ბარსელონას გულშემატკივრები პანიკაში არიან", - დეპაი

"ვიცი, რომ ბარსელონას გულშემატკივრები პანიკაში არიან", - დეპაი
თარიღი 14 ოქტ 2021, 23:03

"ბარსელონას" თავდამსხმელის, მემფის დეპაის განცხადებით, არ ნანობს რომ გასულ ზაფხულს კატალონიურ გრანდში გადასვლა გადაწყვიტა.

"როგორ შეიძლება ამის კითხვა? ყველამ იცის ამ კლუბის სიდიადის და იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ფეხბურთელისთვის აქ გადმოსვლა. ამას არასოდეს ვინანებ".

"ბარსაში" არსებული ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ვიცით. ყველა პანიკაშია, რადგან ამ კლუბისთვის ასეთი რამ უჩვეულოა".

"აქ გამარჯვებას და ლამაზი ფეხბურთის ხილვას მიეჩვივნენ. მაგრამ არ ვდარდობ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შეიცვლება", - ციტირებს დეპაის სიტყვებს Diario Sport.

27 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელი "ბარსელონაში" გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.