ავტორიზაცია

"მთავარი მოტივაცია ნაკრებში დაბრუნებაა" - კვერკველია ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ

"მთავარი მოტივაცია ნაკრებში დაბრუნებაა" - კვერკველია ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ
თარიღი 14 Oct 2021, 23:56

ცოტა ხნის წინ, შემოგთავაზეთ ექსკლუზიური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი ცენტრალური მცველი, საბა კვერკველია კარიერას ხარკოვის "მეტალისტ 1925"-ში გააგრძელებდა.

ინფორმაცია მალევე დადასტურდა და უკრაინულმა გუნდმა ფეხბურთელთან წარდგენის შემდეგ პირველი ინტერვიუც გამოაქვეყნა.

"რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი ეროვნულ გუნდში დასაბრუნებლადაც გადავდგი. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს თავისი ქვეყნისთვის თამაშზე, ამაში დარწმუნებული ვარ. მე უკვე 10 წელია ეროვნული ნაკრების წევრი ვარ, მაგრამ მიზანი მხოლოდ ეს არ არის, ასევე მინდა, რომ ფეხბურთი ისევ მაღალ დონეზე ვითამაშო.

გუნდის შესახებ კი შემიძლია ვთქვა, რომ კარგია, შესანიშნავი ბიჭები არიან, აქ ყველაფერი მომწონს და ფეხბურთის სათამაშოდ ყველაფერია," - განაცხადა კვერკველიამ.

საბა კვერკველიას უკანასკნელი კლუბი ვოლგოგრადის როტორი იყო, რომელშიც იჯარის წესით მოსკოვის ლოკომოტივიდან თამაშობდა. 29 წლის ფეხბურთელი მაისის შემდეგ თავისუფალი აგენტია.