ავტორიზაცია

"მესის გაშვება საშინელი გადაწყვეტილება იყო", - ბართომეუ ალაპარაკდა

"მესის გაშვება საშინელი გადაწყვეტილება იყო", - ბართომეუ ალაპარაკდა
თარიღი 15 ოქტ 2021, 12:19

„ბარსელონას“ ექს-პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ ლეო მესის „პსჟ-ში“ გადასვლაზე ილაპარაკა.

„კუმანს ახლა ლეო მესი აღარ ჰყავს. როგორც პრეზიდენტს არ მინდოდა, რომ მესი წასულიყო.

ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. ლეოს დასარჩენად რაც შემეძლო ყველაფერი გავიღე.

მესი ფიქრობდა, რომ მისთვისაც და „ბარსასთვისაც“ უკეთესი იქნებოდა თუ ის დარჩებოდა. გასულ ზაფხულს ის გაუშვეს და ეს საშინელ გადაწყვეტილებად მესახება. ლეოს გარეშე, გუნდის თამაშში ბევრი რამ არის შესაცვლელი.“ - აღნიშნა ბართომეუმ.

ხოსეპ ბართომეუმ „ბარსელონას“ პრეზიდენტის თანამდებობა 2020 წლის ოქტომბერში დატოვა, მას შემდეგ რაც კლუბის სოსიოსების უმრავლესობამ მას უნდობლობა გამოუცხადა.

მარტამდე გუნდს სათავეში დროებითი პრეზიდენტი ედგა, შემდეგ კი არჩევნები ჟოან ლაპორტამ მოიგო და გუნდში 2009 წლის შემდეგ დაბრუნდა.