ავტორიზაცია

"სულ ვფიქრობდი, რომ საინტერესო იქნება", - სტერლინგმა სიტიდან წასვლის სურვილი გამოთქვა

"სულ ვფიქრობდი, რომ საინტერესო იქნება", - სტერლინგმა სიტიდან წასვლის სურვილი გამოთქვა
თარიღი 15 ოქტ 2021, 12:43

„მანჩესტერ სიტის“ შემტევმა, რაჰიმ სტერლინგმა აღიარა, რომ გუნდის შეცვლა სურს.

„თუ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკისთვის სადმე გადასვლის შანსი გამიჩნდება, მზად ვარ ეს შემოთავაზება განვიხილო.

როგორც უკვე მითქვამს, ჩემთვის ფეხბურთი არის მთვარი. საკუთარ თავს ბავშვობიდან ოცნებებს და მიზნებს ვისახავ.

როგორც ინგლისელი, მე მხოლოდ პრემიერ ლიგას ვიცნობ. სულ ვფიქრობდი, რომ ერთხელაც საზღვარგარეთ წასვლა არ იქნებოდა ცუდი. ვნახო, როგორ გავუმკლავდები ასეთ გამოწვევას.

მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, ვინც იწუწუნებს. არ ვცდილობ დიდი ისტორია გავაბუქო. საკუთარ საქმეში ვარ ჩაფლობილი და ვაკეთებ იმას, რაც საჭიროა. უბრალოდ მინდა უფრო რეგულარულად ვითამაშო და გავიტანო.“ - აღნიშნა სტერლინგმა.