ავტორიზაცია

კანავარო: "ოქროს ბურთი ბენზემას? ხალხის მოსაზრება მცდარია"

კანავარო: "ოქროს ბურთი ბენზემას? ხალხის მოსაზრება მცდარია"
თარიღი 15 ოქტ 2021, 13:15

იტალიის ნაკრების ექს-მცველმა და ოქროს ბურთის გამარჯვებულმა ფაბიო კანავარომ, კარიმ ბენზემას შანსები შეაფასა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგებაზე.

„ბენზემას ამ ჯილდოსთვის ყველა საჭირო ინდივიდუალური თვისება გააჩნია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ახლა ხალხი ხშირად ფიქრობს, რომ ამ ჯილდოს გუნდური ტიტულებისთვის იგებენ, მაგრამ ეს ასე არ არის.

წელს გამარჯვებულის დასახელება ძალიან რთული იქნება. ვიღაც მესის დაასახელებს, ვიღაც - ლევანდოვსკის, სხვა კი ჟორჟინიოს და ასე შემდეგ.“ - აღნიშნა კანავარომ.

გუშინდელ ინტერვიუში, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ექს-ფეხბურთელმა, რონალდომ აღიარა, რომ მისი ფავორიტი წელს ოქროს ბურთის მოგებაზე სწორედ ბენზემაა.

რამდენიმე დღის წინ კარიმ ბენზემამ საფრანგეთთან ერთად ერთა ლიგა მოიგო, ისე რომ ფინალში ულამაზესი გოლი შეაგდო და საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.