ავტორიზაცია

"ეს თითქმის საუკუნოვან ტრადიციას დაანგრევს", - მალდინი ფიფას იდეას მკაცრად აკრიტიკებს

"ეს თითქმის საუკუნოვან ტრადიციას დაანგრევს", - მალდინი ფიფას იდეას მკაცრად აკრიტიკებს
თარიღი 15 ოქტ 2021, 15:03

"მილანის" დირექტორს, პაოლო მალდინის მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეა არ მოსწონს და ამის წინააღმდეგია.

"არა მგონია, მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელში ჩატარება კარგი იდეა იყოს. ეს მსოფლიოში ყველაზე უნიკალური სპორტული მოვლენის მნიშვნელობას შეამცირებს, თითქმის საუკუნოვან ტრადიციას დაანგრევს".

"მე, როგორც ადამიანი სპორტის სამყაროდან, ვიმედოვნებ, ფიფა ამ პროექტზე უარს იტყვის, რომელიც ბოდვების საფუძველზე შეიქმნა".

"უპირველეს ყოვლისა, ეს უკიდურესად ნეგატიურ გავლენას მოახდენს ფეხბურთელების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, აგრეთვე შიდა ჩემპიონატებზე".

"სპორტსმენებმა, ფედერაციებმა და კლუბებმა იციან, რომ ზიანთან შედარებით, სარგებელი ძალიან ცოტა იქნება", - ციტირებს მალდინის სიტყვებს Football Italia.