"მისგან პრესინგს არ ელოდოთ", - ნევილმა რონალდუს ტრანსფერის უარყოფითი მხარე დაასახელა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს დამატების შემდეგ გუნდის თამაშში მომხდარი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
"რონალდუ მწვავე შეტევებზე თამაშობს და მისგან პრესინგს არ ელოდოთ. "ემიუ" პრესინგის გუნდად არ იქცევა. რონალდუ პრესინგს არც 10-15 წლის წინ მიმართავდა".
"შემდეგ ჩნდება კითხვა: როგორი სტილი აქვს "ემიუს"? კონტრშემტევი გუნდია? ასე თამაში რთულია, როცა ბევრი მეტოქე აშკარა ფავორიტად გთვლის".
"აი, რა ხდება: "ასტონ ვილასა" და "ევერტონის" მსგავსი კარგი გუნდები, რომლებიც კონტრშეტევებს იყენებენ, "ემიუს" დაცვას გაარღვევენ. ეს პრობლემა მოსაგვარებელია".
"უახლოეს კვირებში სოლსკიაერმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რათა მოედანზე რონალდუს ყოფნის დროს შექმნილი ნაკლოვანებები აანაზღაუროს. გასარკვევია, როგორ ითამაშებს გუნდი, როცა მინდორზე კრიშტიანუა".
"ამ ტრანსფერს მხარს ვუჭერ, შესანიშნავია. რონალდუს პატივს ვცემ, მაგრამ "ემიუ" უნდა გაერკვეს, როგორ შეავსოს მოედანზე მისი ყოფნის დროს არსებული ნაკლოვანებები", - ციტირებს ნევილის სიტყვებს Daily Mail.