ავტორიზაცია

აგუერო: "გვარდიოლასთან პრობლემა არასოდეს მქონია, მასთან არასდროს მიკამათია"

აგუერო: "გვარდიოლასთან პრობლემა არასოდეს მქონია, მასთან არასდროს მიკამათია"
თარიღი 15 ოქტ 2021, 16:30

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა, ამჟამად კი "ბარსელონას" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ "ქალაქელთა" მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა.

– გქონდათ თუ არა მწვრთნელთან პრობლემები?

"არა. გვარდიოლასთან პრობლემა არასოდეს მქონია. მასთან არასდროს მიკამათია. ნამდვილად გვქონია რამდენიმე საკითხი გასარკვევი. როცა მოვიდა, ერთმანეთს არ ვიცნობდით, იყო ცდებსა და შეცდომებთან დაკავშირებული მცირე ეტაპი".

"ბოლო სამი წელი ფანტასტიკური გახლდათ. ვერაფერს ვიტყვი. ის არის მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. თუ მატჩის წინ იდეა აქვს, მას ახორციელებს".

"არ აქვს მნიშვნელობა, უნდა დატოვოს თუ არა თადარიგში ის ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო მატჩებში სამი გოლი გაიტანა. არც ამ მოთამაშის სახელს აქვს მნიშვნელობა. გამონაკლისი მხოლოდ მესია".

"ყოველთვის ვეთანხმებოდი იმას, როდის უნდა მეთამაშა და როდის არა. გაბრიელ ჟეზუსმა მანჩესტერში გადმოსვლისთანავე ძირითად შემადგენლობაში თამაში დაიწყო. ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს", - ციტირებს აგუეროს სიტყვებს El Pais.