ავტორიზაცია

რობერტო მარტინესი: "ყველა განვიცდით იმას, რაც რეალში აზარის თავს ხდება"

რობერტო მარტინესი: "ყველა განვიცდით იმას, რაც რეალში აზარის თავს ხდება"
თარიღი 15 ოქტ 2021, 16:58

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა "რეალის" გარემარბ ედენ აზარის შესახებ ისაუბრა.

– შეძლებს თუ არა აზარი მომავალში "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლას?

"ცხადია, საფრანგეთთან ერთა ლიგის ნახევარფინალში გამართული მატჩის პირველი ნახევარი უფრო დარწმუნებულს მხდის".

"მართალია, მისი სიტუაცია მთლად იდეალური არ არის. იმას, რაც ესპანეთში მის თავს ხდება, ყველა განვიცდით. იმ ფეხბურთელებს შორისაა, რომლებსაც სათამაშოდ ბევრი წუთი სჭირდებათ, რათა საუკეთესო ფორმას მიაღწიონ. სამედიცინო თვალსაზრისით, კარგად იყო".

"თუ შეძლებს იმ დონეზე ყოფნას, რომელიც საფრანგეთთან გამართული მატჩის პირველ 45 წუთში აჩვენა, დარწმუნებული ვარ, წარმატებას მოგვიტანს", - ციტირებს მარტინესის სიტყვებს AS.