ავტორიზაცია

"შირერის ისტორიულ რეკორდს ყველაზე სწრაფად უახლოვდება", - რუნიმ კეინი კრიტიკოსებისგან დაიცვა

"შირერის ისტორიულ რეკორდს ყველაზე სწრაფად უახლოვდება", - რუნიმ კეინი კრიტიკოსებისგან დაიცვა
თარიღი 15 ოქტ 2021, 17:11

"დერბი ქაუნთის" მთავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ "ტოტენჰემის" ფორვარდ ჰარი კეინის ბომბარდირულ მიღწევებზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, მის მიმართ კრიტიკა გადაჭარბებულია. ნაკრებში დიდი ხნის მანძილზე პირველად ვერ გაიტანა გოლი, მაგრამ "ტოტენჰემში" აქვს გატანილი ბურთები - აქაც აღსანიშნავია, პრემიერ ლიგაში არა".

"მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდებს შორისაა, საკმარისად კარგია და ძლიერი სულისკვეთება აქვს იმისათვის, რათა ეს პერიოდი წარსულში დატოვოს. ალბათ, პირველად წააწყდა ასეთ პრობლემას, მაგრამ მსგავსი რამ ყველა თავდამსხმელს მოსდის. თავად "ტოტენჰემიც" არ არის ახლა საუკეთესო ფორმაში, ასე რომ იქ გუნდის თამაშიც ახდენს ჰარიზე გავლენას".

"ფორვარდისგან გოლებს ელიან, თუმცა ჰარიმ თავისი თამაში ოდნავ შეცვალა და ბოლო პერიოდში სიღრმიდან მეტს უტევს. ბოლო წლებში ბევრი ასისტი გააკეთა, მაგრამ ხალხი გატანილ ბურთებზე ამახვილებს ყურადღებას".

"მიუხედავად ამისა, კეინი ტოპ-ფორვარდია, რომელიც ყველაზე სწრაფად უახლოვდება პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების ოდენობით შირერის რეკორდს", - ციტირებს რუნის სიტყვებს Sky Sports.

"ნიუკასლისა" და სხვადასხვა ინგლისური კლუბების ყოფილ ფორვარდს, ალან შირერს პრემიერ ლიგაში მეტოქეთა კარი 260-ჯერ აქვს აღებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია. თავის მხრივ, კეინის აქტივში 166 გოლია.