"ლეონარდომ დამირეკა და აზრი მკითხა, ხუმრობა მეგონა", - პოჩეტინო მესის ტრანსფერის დეტალებს იხსენებს
"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ გაიგო ლიონელ მესის მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ.
"ლეონარდომ დამირეკა და მითხრა: "ამის შესაძლებლობა არსებობს. რას ფიქრობ?" კარგია, რომ დამირეკა და აზრი მკითხა. ვიფიქრე: "ეს საერთოდ საკითხავია? ხუმრობა მეგონა. რა თქმა უნდა, მინდა".
"ვთქვი: "უნდა წავიდეთ და წამოვიყვანოთ? საჭესთან მე უნდა დავჯდე?" შემდეგ მოლაპარაკებები დაიწყო. იმ მომენტიდან ლეონარდო ყოველ საღამოს მირეკავდა და მეუბნებოდა, როგორ მიდიოდა საქმეები".
"ყველა ფიქრობდა, რომ მესი "ბარსელონაში" დარჩებოდა. ბევრი კლუბი, თუ არა ყველა, მესის ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, როცა თავისუფალი აგენტი გახდა. როგორც კი მისდამი ინტერესი "პსჟ"-მ გამოიჩინა, ლეომ განაცხადა, რომ აქ გადმოსვლა სურდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა".
"გამოსარჩევია ლეონარდოს, ჩვენი პრეზიდენტის (ნასერ ალ ხელაიფი) და "პსჟ"-ს ყველა თანამშრომლის მიერ გაწეული სამუშაო. 2-3 დღეში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დამატება მოახერხეს", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს ESPN.