ავტორიზაცია

ბარსელონას პოგბას დამატება შესთავაზეს, თუმცა არსებობს ორი დაბრკოლება — ESPN

ბარსელონას პოგბას დამატება შესთავაზეს, თუმცა არსებობს ორი დაბრკოლება — ESPN
თარიღი 15 ოქტ 2021, 18:44

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა "ბარსელონას" შესთავაზეს, იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა ESPN.

კატალონიელებს 28 წლის ფრანგის მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირებას სთავაზობენ. "ბარსა" მზადაა ამის შესაძლებლობა განიხილოს.

მიუხედავად ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ორი მიზეზის გამო ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ამ ტრანსფერის გაჩარხვას შეძლებენ - საკომისიო, რომელსაც აგენტი მინო რაიოლა მოითხოვს და პოგბას მაღალი ხელფასი.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა 28 წლის სუპერვარსკვლავს "ეშმაკუნებთან" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და თუ მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდებიან, კლუბს იგი უფასოდ დატოვებს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში პოგბამ ინგლისის ჩემპიონატის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.