ავტორიზაცია

ბარსელონამ შესაძლოა მწარე მოგონებად ქცეული ორიგი დაიმატოს

ბარსელონამ შესაძლოა მწარე მოგონებად ქცეული ორიგი დაიმატოს
თარიღი 15 ოქტ 2021, 21:35

"ლივერპულის" თავდამსხმელმა, დივოკ ორიგიმ სამუშაო ადგილი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზევე შეიცვალოს.

როგორც Catalunya Radio იტყობინება, 26 წლის ბელგიელის აგენტები კლიენტისთვის ახალ გუნდს ეძებენ და ფორვარდი "ბარსელონას" შესთავაზეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პოზიცია უკავიათ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელებს, რომლებიც იანვრისთვის შემადგენლობის გაძლიერების ვარიანტს განიხილავენ.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ორიჯის მერსისაიდულ კლუბთან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

2021/22 წლების სეზონში დივოკმა "ლივერპულის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. აქვე დავამატებთ, "ბარსამ" 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ბელგიელისგან ორი გოლი მიიღო.