"ბარსელონამ დაკარგა მეტი, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელები", - დანი ალვეში
„ბარსელონას“ ექს-მცველმა, დანი ალვეშმა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, კატალონიური გუნდიდან ლეო მესის და ნეიმარის წასვლაზე ილაპარაკა.
„არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ „ბარსამ“ დაკარგა გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელები, ეს სრული აბსურდია. ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო, რომ ისინი გუნდში დარჩენილიყვნენ.
ბევრ შემთხვევაში საუბარი არამხოლოდ საფეხბურთო ასპექტებზეა, არამედ პატივისცემაზე იმის გამო, რაც მათ კლუბს მისცეს. ხალხს სჭირდება, რომ სიყვარულს გრძნობდნენ.
როცა ეს ასე არ არის, ადამიანები შეკითხვების დასმას იწყებენ.“ - ციტირებს ალვეშის სიტყვებს Sport.es.
შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში „პსჟ-ში“ 2017 წელს 222 მილიონ ევროდ გადავიდა, ლეო მესი კი იმავე გუნდში 2021 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით აღმოჩნდა.