ავტორიზაცია

VIDEO: ბერნარდო სილვასა და დე ბრუინის გოლები — მანჩესტერ სიტიმ ბარნლის ეტიჰადზე მარტივად მოუგო

თარიღი 16 ოქტ 2021, 20:10

ინგლისის ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ სიტიმ" შინაურ კედლებში "ბარნლის" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "ქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა - სტუმრებს მე-12 წუთზე ბერნარდო სილვამ გაუტანა და პეპ გვარდიოლას შეგირდები დააწინაურა.

საბოლოო შედეგი მეორე ნახევარში დაფიქსირდა - 70-ე წუთზე, კევინ დე ბრუინის დარტყმა აღმოჩნდა ზუსტი და მატჩში წერტილი დასვა.

ამ გამარჯვების შემდეგ, "სიტი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, "ბარნლი" კი 3 ქულით მე-19 პოზიციაზეა.

მომდევნო ტურში მანჩესტერელები 23 ოქტომბერს სტუმრად "ბრაიტონს" დაუპირისპირდებიან. თავის მხრივ, "ბარნლი" იმავე დღეს "საუთჰემპტონს" ესტუმრება.