ავტორიზაცია

VIDEO: ლაციოს ქამბექი ინტერთან - სიმონე ინძაგი თავის ყოფილ გუნდთან დამარცხდა

თარიღი 16 ოქტ 2021, 21:58

სერია ა-ს მე-8 ტურში „ლაციომ“ შინ „ინტერი“ დაამარცხა.

შეხვედრა რომში „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი მილანელებმა პერიშიჩის მიერ მე-12 წუთზე გატანილი პენალტით მოიგეს, რომელსაც 64-ე წუთზე ჩირო იმობილემ თავისი პენალტით უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა.

81-ე წუთზე „ლაციო“ წინ ფელიპე ანდერსონის გოლით გავიდა, მატჩში წერტილი კი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა დასვა, რომელმაც თავი 90+1 წუთზე გამოიჩინა.

ამრიგად, სარის გუნდმა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს მოუგო და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა 14 ქულით, „ინტერი“ კი 17 ქულით მესამეა.