ავტორიზაცია

VIDEO: ჩელსიმ სტუმრად ბრენტფორდს გაჭირვებით მოუგო და პრემიერ ლიგაში კვლავ გალიდერდა

VIDEO: ჩელსიმ სტუმრად ბრენტფორდს გაჭირვებით მოუგო და პრემიერ ლიგაში კვლავ გალიდერდა
თარიღი 16 ოქტ 2021, 22:50

ინგლისის ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით, ლონდონის "ჩელსი" სტუმრად "ბრენტფორდს" დაუპირისპირდა.

აღნიშნული შეხვედრა "არისტოკრატთა" გამარჯვებით დასრულდა - 0:1.

ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა - 45-ე წუთზე, მასპინძლებს ბენ ჩილველმა გაუტანა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეორე ნახევარში "ბრენტფორდი" სრულ უპირატესობას ფლობდა, არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა და დამარცხდა.

ამ გამარჯვების შემდეგ, "ჩელსის" 19 ქულა დაუგროვდა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში კვლავ გალიდერდა, "ბრენტფორდი" კი 12 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

მომდევნო ტურში ტომას ტუხელის შეგირდები "სტემფორდ ბრიჯზე" "ნორვიჩს" მიიღებენ, მატჩი 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

ვიდეომიმოხილვა