ავტორიზაცია

VIDEO: ლიდერების ბრძოლა დაძაბული არ გამოვიდა - ბაიერნმა სტუმრად ლევერკუზენი გააცამტვერა

თარიღი 17 ოქტ 2021, 19:20

ბუნდესლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში „ლევერკუზენმა“ საკუთარ კედლებში „ბაიერნი“ მიიღო და განადგურდა.

შეხვედრა „ბაი არენაზე“ გაიმართა და გერმანიის ჩემპიონის გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

მატჩის ბედი ნაგელსმანის გუნდმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, როცა 37-ე წუთზე მასპინძლებს უკვე 5:0-ს უგებდა. 

დარჩენილი დრო უკვე ფორმალობად იქცა - მეორე ნახევრის მე-10 წუთზე პატრიკ შიკმა პრესტიჟის გოლი გაიტანა, რომელმაც ბუნებრივია მატჩის შედეგზე ვერანაირი გავლენა ვერ იქონია.

ამრიგად, „ბაიერნმა“ 19 ქულა დააგროვა და ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა, „ლევერკუზენი“ კი 16 ქულით მესამე ადგილზეა.

გოლები: 0-1 ლევანდოვსკი (4’), 0-2 ლევანდოვსკი (30’), 0-3 მიულერი (34’), 0-4 გნაბრი (35’), 0-5 გნაბრი (37’), 1-5 შიკი (55’).