ავტორიზაცია

VIDEO: ნიუკასლი - ტოტენჰემის მატჩში გულშემატკივარი ცუდად გახდა, მატჩი შეჩერდა

თარიღი 17 ოქტ 2021, 20:29

„ნიუკასლი“ – „ტოტენჰემის“ პრემიერ ლიგის მატჩში, ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა.

ეს მალევე შენიშნა „დეზების“ ესპანელმა მარცხენა მცველმა, სერხიო რეგილონმა, რომელიც ყველაფრის შესახებ არბიტრს უამბო, რომელმაც მატჩის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

პირველი ტაიმის დასრულებამდე ჯერ კიდევ დრო იყო დარჩენილი, თუმცა ფეხბურთელებმა გასახდელს მიაშურეს, გულშემატკივარს კი ექიმებმა ჯერ მოედანზევე აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.